Sunday, December 9, 2012


პროექტის მთავარი თემა; ფიზიკა ყოფაცხოვრებაში:

1.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ფიზიკის როლს ყოფაცხოვრებაში.
2.პროექტის სრული  აღწერა:პროექტის კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ა)ფიზიკის  გამოყენება ჩემი და ჩემი გარემოცვის ყოველდღიურ  ცხოვრებაში. ბ)ფიზიკის როლი სხვადასხვა პროფესიის  ადამიანთა ცხოვრებაში, ტექნიკაში. გ) ფიზიკის როლის მოძიება ისტორიულ წყაროებში.
3.მონაწილეთა ასაკი. 15-16.წელი.
4.ვადები. /ხანგრძლივობა/ : 2-3 თვე.
5.პროექტის შესაძლო აქტივობები:  კლასშისტატისტიკის განხორციელება. დიაგრამების აგება. მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით. დისკუსიის გამართვა,ბლოგების შექმნა.
6.მოსალოდნელი შედეგები: პროექტი რაც შეიძლება შეიქმნას; მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. ურთიერთთანამშრომლობას, გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.
პროდუქტები:ფოტოალბომი, პრეზენტაცია, ფოტოების გამოფენა, სქემების, ცხრილების, გრაფიკების  აგება, ბლოგები შექმნილი მასალის მიხედვით.
7. სარგებელი სხვებისთვის; ფიზიკის პრაქტიკული გამოყენება უნარ-ჩვევათა გამომუშავება მოსწავლის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
8.სამუშაო ენა: ქართული.
9.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  გაეცნობიან ძველად ხალხს რა  კავშირი ჰქონდათ ფიზიკასთან. დაფიზიკის როლი ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
პროექტის ავტორი: ნანული წულაია.